ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება

0
331

დღეს ნიკა მელიასთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა იწურება – “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დღის ბოლომდე უნდა გადაიხადოს 40 000 ლარი გირაოს სახით.

პროკურატურამ მელია უკვე გააფრთხილა, რომ ის სასამართლოს მიმართავს, რათა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალოს.

თავის მხრივ, ნიკა მელია არ აპირებს თანხის გადახდას. თუ პარლამენტი მას იმუნიტეტს მოუხნის, ეს საგამოძიებო უწყებას პროცედურების აღსრულებას გაუადვილებს.

“ქართული ოცნება” ახლა არჩევანის წინაშე დგას, ან არ უნდა დააკმაყოფილოს პროკურატურის მოთხოვნა, ან უნდა მოუხსნას იმუნიტეტი, ეს იმ ფონზე როცა რამდენიმე დღის წინ მას უარი უთხრეს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლების მითითებით, გირაო უცხო პირმა გადაიხადოს და ასე შეეცადოს მმართველი გუნდი ამ ჩიხიდან გამოსვლას.

წინა სტატია507 ინფიცირებული, 660 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი – COVID-19-ის ერთი დღის სტატისტიკა
შემდეგი სტატიააშშ-ის მისია ეუთოში გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური