მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ-ის მისია ეუთოში გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს

აშშ-ის მისია ეუთოში გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის 12 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის მისია ეუთოში ავრცელებს.

მისიის შეფასებით, გახელაძეს არ დაჭრიდნენ და არ დააკავებდნენ, თუ რუსეთი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებდა.

“5 თებერვალს გამოტანილი განაჩენი არის რუსეთის მცდელობის კიდევ ერთი მაგალითი, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურას და იმ ადამინების პირად თავისუფლებას, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ და ახლოს მდებარე ტერიტორიებზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 5 თებერვალს, 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...