507 ინფიცირებული, 660 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი – COVID-19-ის ერთი დღის სტატისტიკა

0
471

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 264 665 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 660 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 256 684 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3336 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 24359, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 451, PCR ტესტით – 7908

12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2.08 %, ბოლო 14 დღის – 3.36%, ბოლო 7 დღის – 3%

284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2045 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში – 304.

წინა სტატიაფოთის საპატრულოს თანამშრომელმა გელა კვაშილავამ TV პირველს სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატიანიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური