,,ცოტნემ იცის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლოს“. –როგორც მისი მეუღლე ანა ჯაბაური ამბობს, მალე აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას

0
313

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მისი მეუღლე, ანა ჯაბაური საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებას მალე აპირებს.

„ცოტნე ძალიან დამოკიდებული გახდა ჩემზე. ბოლო 3 წელი ერთად ვცხოვრობთ. ერთი დღე არსად წასულა იმ ორი წლის მანძილზე. სულ ერთად ვიყავით. ერთი პერიოდი კოვიდ პანდემიის გამო სასტუმროში მომიწია ცხოვრება. ღამე მივდიოდი სასტუმროში და მთელი დღე ცოტნესთან ვიყავი. დილას პირველივე ავტობუსს მივყვებოდი. ყოველ ჩემ წასვლაზე ძალიან ნერვიულობდა. ძილი ფაქტობრივად, არ გვაქვს. ღამის საათებში სამჯერ შემოდიან პროცედურებზე. ფაქტობრივად, ღამე ვერ დაიძინებ, მაგრამ მე ცოტნეს მაინც ვერ დავტოვებ. მე ასე ვფიქრობ, რომ მას უფრო უჭირს

ძალიან მიხარია, რომ მალე დავბრუნდებით თბილისში. ბატონმა ზაზამაც (ქაცარავამ) გვითხრა და წინა კლინიკაშიც გვითხრეს, რომ არ შეიძლება პაციენტი წლობით იწვეს საავადყოფოში. პაციენტისთვის აუცილებელია ოჯახური გარემო. ცოტნეს აღარ აქვს ტრახეოსტომა, სუნთქვის თვალსაზრისით დახმარება არ სჭირდება და გადაუდებელი დახმარება.

ცოტნეს თბილისში ეყოლება სადღეღამისო ექთანი და სახლში ივლის ყველა სპეციალისტი, ვინც ცოტნეს სჭირდება. ჩემთვისაც ვინმეს რომ ეთქვა, ასეთი რამე გადასატანი მექნებოდა, მე ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ამას მე გავუძლებდი. მე და ცოტნე ვაძლიერებთ ერთმანეთს. ცოტნე ჩემი ხათრით ძალიან ბევრს აკეთებს. ეს ენერგიას მაძლევს მე და ჩემი ენერგია მასზე გადადის. ცოტნე ძალიან ყურადღებით მისმენს. ცოტნემ იცის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლოს“, – ამბობს ჯაბაური

წინა სტატიაჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს
შემდეგი სტატია“ხალხნო, “პორშე” რომ “რუსთავი-2″-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი” – სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური