მთავარისიახლეებიკონფლიქტებიშესაძლოა, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს

შესაძლოა, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს

Published on

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება უახლოეს მომავალში აღდგება.

“შესაძლოა, უახლოეს დღეებში, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს. რა თქმა უნდა ცალკეული რეგულაციების გამოყენებით”, —განაცხადეს სუს-ში.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ენგურის ხიდი ორივე მხრიდან ჩაკეტილი იყო. მაშინ, როცა, ძირითადად, გალის რაიონის მცხოვრებლები დანარჩენ საქართველოში შემოვლითი გზებით ან ენგურის ხიდით გადმოდიოდნენ, სავალდებულო კარანტინის გავლა უწევდათ, რასაც ადგილობრივები აპროტესტებენდნ.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საზღვარი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მეორე დღიდან, თებერვლის ბოლოს ჩაკეტა. ენგურის ხიდზე თავისუფალი გადაადგილება დღემდე შეზღუდულია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...