საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

0
393

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

ამ დროისათვის უცნობია, რა საკითხებს განიხილავს სინოდი, თუმცა არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საკითხი კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციის შეჯერება იქნება. 21 იანვარს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სასულიერო პირების ვაქცინაციის შესახებ სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ.

ინფორმაცია დევანდელი სხდომის მოწვევის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურმა: რამდნიმე დღის წინ გაავრცელა

“გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 2021 წლის 11 თებერვალს, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

სხდომაზე შესვლის წინ არცერთ მღვდელთაგანს არ გაუკეთებია განცხადება შესაძლო დღის წესრიგის შესახებ

წმიდა სინოდის სხდომის დაწყებამდე ვარაუდები გამოთქვა მხოლოდ ახალქალაქის, კუმორდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ,,მე ვფიქრობ, ერთერთი საკითხი იქნება ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკლესიის პოზიცია როგორი იქნება, უბრალოდ ეს მხოლოდ ვარაუდია. ალბათ, მე მგონია, რომ იქნება. 

არავითარ შემთხვევაში ვაქცინაციას არ შეიძლება ზნეობრივი შეფერილობა ჰქონდეს. ვთქვათ, მაგალითად, ვიღაც აიცრის და რაღაცაშია დამნაშავე, ან არ აიცრის – ის არის დამნაშავე. ეს არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი, როგორც აქამდე იყო. ”- განაცხადა მან

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად, მან ასევე განაცხადა, რომ  არ იცის განიხილება თუ არა მეუფე პეტრეს განკვეთის ან სხვა ტიპის სასჯელის საკითხი.

,,მინდა გითხრათ, რომ არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ დაუშავებია არაფერი ისეთი, იმის მსგავსი, რაც უკვე დააშავა. 

ის ძალიან ცუდად მოიქცა და ამის გამო სინოდმა დროებით შეუჩერა მღვდელმსახურება. იმის მერე, რაც ეს გააკეთა, მას ანალოგიური, ამის ტოლფასი დანაშაული არ ჩაუდენია. შესაბამისად, საეკლესიო წესების მიხედვით, ერთი დანაშაულისთვის ადამიანი ერთხელ ისჯება მხოლოდ. 

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ მეუფე პეტრე მივიღოთ სინოდში, თეორიულად ეს შესაძლებელია, ოღონდ, მან რაც დააშავა იმის ტოლფასი სინანული უნდა გამოხატოს, რაც ასევე არ გამოუხატავს. ამიტომ, მე ვფიქრობ, მეუფე პეტრე საკითხი სინოდზე არ იქნება. ” – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა

ჰოლანდია-დანიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოზის განცხადებით, რაზე იმსჯელებენ სინოდის დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მან სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის იმსჯელებენ თუ არა ვაქცინაციაზე, წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა ამასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება გააჩნია. მისი თქმით, იზიარებს ჯანმო-ს იმ პოზიციას, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლბითია.

“პირადად, როგორც ერთ ადამიანს, ბუნებრივია, მაქვს აზრი იმაზე, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასე დარჩება, ალბათ. შეიძლება ასე ფიქრობდნენ სინოდის წევრებიც, იმიტომ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისივე განმარტებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით იქნება თუ არა საუბარი დღევანდელ სხდომაზე, არც ამ ინფორმაციას ფლობს.

წინა სტატიატყიბულელი მეშახტეები განახევრებულ ხელფასს შახტში გამოკეტილები აპროტესტებენ
შემდეგი სტატია,, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიათანამდებობას ტოვებს, უსაფუძვლოა.” – დავით ზალკალიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური