საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა

0
302

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე საათში ოქმის სახით გავრცელდება სინოდის განჩინება.

მან მოკლედ ისაუბრა განსახილველ თემებზე და განაცხადა, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.

“საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათახნმეს მღვდელმთავრებმა. […] საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას. იყო იქ რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი აისახება ოქმში”, — განაცხადა მან.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავას განცხადებით, სინოდმა განიხილა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქის გადაყენება იგეგმება. მან ამ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა.

“[ეხებოდა] ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის პანდემია. ასევე, იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და კიდე სხვა საკითხები”, — განაცხადა მან.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე რამდენიმე მოძღვრისა და თეოლოგის განცხადებები განიხილეს, რასაც ის “ეკლესიისადმი მტრული ძალების” გააქტიურებას უწოდებს. მისი თქმით, თეოლოგები ხალხს ეკლესიას აშორებენ და “გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამითი გველი მის თვისებას არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვას, გინდა ასოციაცია”.

წინა სტატია“ხალხნო, “პორშე” რომ “რუსთავი-2″-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი” – სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,ველოდი რაღაც მსგავს პოლიტიკურ ხრიკს, მაგრამ კომისია თუ იქნებოდა, არა. დაველოდები მოვლენებს” – მეუფე პეტრე ცაავა სინოდის გადაწყვეტილებას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური