“ხალხნო, “პორშე” რომ “რუსთავი-2″-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი” – სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

0
277

თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს განახლდა სასამართლო პროცესი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე, პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს

დღევანდელი სხდომა ეხება “რუსთავი-2”-ის ეპიზოდს, კონკრეტულად კი  “პორშეს” შეძენას, რითაც, თითქოსდა, სამაუწყებლო კომპანია დაზარალდა.

ნიკა გვარამია მედიასთან საუბარში ამბობს, რომ “პორშე” არ შეუძენია, რადგან “შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას”. “ხალხნო, “პორშე” რომ “რუსთავი-2″-ის ხარჯზე მდომოდა, პრემიად გამოვიწერდი”, – თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე. 

დღევანდელ არსებით განხილვაზე “თეგეტა მოტორსის” წარმომადგენლებს დაკითხავენ. 

” ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ტვ “იმედის” ჟურნალისტის რამდენიმე შეკითხვასაც უპასუხა, სადაც ჟურნალისტი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის კომუნიკაცია და მოახდინა თუ არა ზეწოლა რესპუბლიკური პარტიის ერთერთ ლიდერზე დავით ბერძენიშვილზე, რომელმაც გუშინ “მთავარი არხის” მიმართ კრიტიკული პოსტი “ფეისბუქზე” დაწერა, მაგრამ მალევე წაშალა. 

ნიკა გვარამიამ ამის შემდეგ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ “მთავარ არხსა” და რესპუბლიკურ პარტიას შორის ინციდენტი ამოწურულია.

ნიკა გვარამიას პასუხმა, რომ დავით ბერძენიშვილთან კომუნიკაცია მხოლოდ “ფეისბუქზე” კომენტარით ჰქონდა, ტვ “იმედის” ჟურნალისტი არ დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას გადაცემაში განსხვავებული პოზიციისა და “მწვავე კითხვების მიუღებლობაზე” დაუსვა შეკითხვა, რაზეც “მთავარი არხის” გენდირექტორმა კონტრშეკითხვით უპასუხა: “თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, როდის გყავდათ სტუდიაში ოპოზიციის ლიდერი?”

“მე ასეთი გადაცემა მაქვს, ასეთი სტილი მაქვს, ვისაც უნდა, მოდის… მწვავე შეკითხვები მიუღებლობას არ ნიშნავს, ჩემთან თქმა მაინც შეუძლიათ და თქვენთან ვერც იტყვიან, იმიტომ რომ არც უშვებთ შენობაში” – უთხრა ნიკა გვარამიამ ტვ იმედის ჟურნალისტს. 

წინა სტატია,,ცოტნემ იცის, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ისწავლოს“. –როგორც მისი მეუღლე ანა ჯაბაური ამბობს, მალე აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური