,, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიათანამდებობას ტოვებს, უსაფუძვლოა.” – დავით ზალკალიანი

0
394

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი თანამდებობას ტოვებს უსაფუძვლოა. მისი თქმით, გახარია “ღირსეული სახელმწიფო მოღვაწეა”, რომელიც ქვეყანაში “მნიშვნელოვან რეფორმებს” ახორციელებს.

“არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას. ის არის მართლაც ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს ყველა იმ მიმართულებით, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის”, — განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის მტკიცებით, დღეს მმართველი პარტიის გუნდი ისეთი “ერთიანია, როგორც არასდროს”. ამიტომ მსგავსი განცხადებები, მისი შეფასებით, უსაფუძვლოა. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ მედიებში ინფორმაციები მას შემდეგ ვრცელდება, რაც პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა და მისი პოზიცია ირაკლი კობახიძემ დაიკავა

წინა სტატიასაპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია,,ვიბრძოლებ მანამ, სანამ ჩემს ძმას არ დავიხსნი” – სინოდის სხდომის პარალელურად გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური