გამოძახებაზე მყოფი მეხანძრე-მაშველი სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

0
2472

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

წინა სტატია,,ქართული ოცნება არ წამოვიდა არანაირ კომპრომისზე. თემა ამოწურულია” – აცხადებენ რესპუბლიკელები მდინარაძის შეფასებაზე, რომ მათი წინადადება ბავშვური თამაშია
შემდეგი სტატიაოკუპირებული სოფლებიდან გადმოსულმა ადამიანებმა პენსიის აღება ვერ შეძლო – მათ ენგურის ხიდთან “ლიბერთი” ბანკის სპეციალური მანქანა არ დახვდათ [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური