ევროპული საქართველო დიდი განახლებისთვის ემზადება. შეეხება თუ არა ეს ცვლილებები პოლიტსაბჭოს და ჩანაცვლდებიან თუ არა ძველი კადრები ახლით ჯერჯერობით უცნობია

0
312

საბოლოო გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ 3 დღე ითხოვა. გავრცელებული ინფორმაცით, ბაქრაძე მისსავე დაფუძნებულ პარტიას ტოვებს.

ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელია მთავრი შეკითხვა, ბაქრაძე ლიდერთა სამეულიდან ერთადერთია, თუ პირველი, ვინც ოპოზიციურ პარტიას გამოეთიშება. ამ ეტაპზე გუნდში მხოლოდ იმას ადასტურებენ რომ   ევროპული საქართველო დიდი განახლებისთვის ემზადება.

“ევროპული საქართველოს” წევრები აცხადებენ, რომ 2020 წლის გაყალბებული არჩევნების შედეგის შემდეგ, პარტია მაინც უკმაყოფილოა შედეგით, შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ ახლა პარტიაში აუცილებელია განახლება და ცვლილებები.

შეეხება თუ არა ეს ცვლილებები პოლიტსაბჭოს, დაკომპლექტება თუ არა ის ახლებურად და ჩანაცვლდებიან თუ არა ძველი კადრები ახლით – პარტიაში ამბობენ, რომ სტრუქტურული ცვლილებები იქნება, თუმცა პერსონიფიცირებისაგან თავს იკავებენ.

“მიმდინარეობს დისკუსია პარტიის შიგნით და ძალიან მალე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, როგორც სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები არ უკავშირდება შიდა დაპირისპირებას, ეს არის შედეგი პარტიის ყველა ლიდერის სურვილის, რომ პარტია წავიდეს წინ და მოხდეს განახლება”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ

არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ამასთანავე, განმარტა, რომ მოცემულ მომენტში პერსონალურ დონეზეც არ არის მიღებული რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილება. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში დისკუსიები იმართება.

„ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა აქტიური დისკუსია გვაქვს პარტიის შიგნით ჩვენი პარტიის გეგმებზე, ბუნებრივია, იმ კონტექსტში, როგორ რთულ ვითარებაშიც არის მთელი ქვეყანა გაყალბებული არჩევნების შემდეგ და პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც ასე იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფორმალურადაც და რეალურადაც არსებითად ყოველთვის, ყველა დემოკრატიული პარტია ასეთ დისკუსიას მართავს და ამ ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი დისკუსიის გამართვა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია, სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, წინასწარ ვერანაირ სპეკულაციას ვერ დავიწყებ ვერც ერთ პერსონალურ საკითხზე. ამაში არის დისკუსიის არსი, რომ, როდესაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის, პერსონალურიც და გუნდურიც, მერე ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა ბოკერიამ.

პარტიაში თანხმდებიან, რომ საერთო ხედვა არ შეიცვლება. 2020-ის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შევლენ. 

წინა სტატიაოკუპირებული სოფლებიდან გადმოსულმა ადამიანებმა პენსიის აღება ვერ შეძლო – მათ ენგურის ხიდთან “ლიბერთი” ბანკის სპეციალური მანქანა არ დახვდათ [Video]
შემდეგი სტატიაჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთხელ წარადგინეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური