ავთანდილ გალდავა კონსტანტინე ანანიაშვილის ნაცვლად აჭარის პოლიციის უფროსად დაინიშნა

0
454

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იქნება. ის ამ დრომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გალდავა გასული წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” თავდამსხმელთან მომლაპარაკებლის ფუნქციას ითავსებდა. მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა მძევლების დიდი ნაწილი გაუშვა და გალდავასთან და რამდენიმე პირთან ერთად დატოვა ბანკის ტერიტორია. მოლაპარაკებამ ისე ჩაიარა, რომ არავინ დაშავებულა, ბანკზე თავდამსხმელს კი ამ დრომდე ეძებენ.

შსს-ს ინფორმაციით, ავთანდილ გალდავა 1979 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ფაკულტეტზე, 2009 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობას იკავებს, მათ შორის, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო, 2013 წლის დეკემბრიდან 2016 წლამდე კი – თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსი.

ავთანდილ გალდავა 2017 წლის აგვისტოდან სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

შარშან კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძე შეცვლა.

წინა სტატიაშესაძლოა, დღეს ან ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება აღდგეს
შემდეგი სტატიატყიბულელი მეშახტეები განახევრებულ ხელფასს შახტში გამოკეტილები აპროტესტებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური