პარლამენტის თავჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ, როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა, გადაწყვეტილება არ გაუუქმოს მანდატები ოპოზიციას. მიიღო მ მოსაზრებით, რომ დატოვა კარი ღია, რათა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა.
,, ოპოზიცია ბოლოსდაბოლოს მაინც დაბრუნდება პარლამენტში, ეს გარდუვალია . რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი ამ პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს…” განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
შეგახსენებთ, 2 თებერვალს პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.