პარტია ,, ევროპული საქართველო” სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს – დადასტურდება თუ არა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძე პარტიიდან წასვლას აპირებს

0
332

,,ევროპულ საქართველოში” სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. მოარული ხმებით, დავით ბაქრაძე პარტიიდან წასვლას აპირებს. . ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თავდაპირველად On.ge-მ გაავრცელა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით პარტიაში მიდის მსჯელობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ხოლო თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და რა უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ამის შესახებ საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს ყველაფერს.

“დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ. უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე, საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ რაც დღეს შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ, როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება, ის გავლენას არ მოახდენს საერთო პოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არშესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები”, — აცხადებს ბაქრაძე.

წინა სტატია“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე” – გადაცემის სტუმარია ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი [Video]
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური