“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა ჩხოროწყუს მერის წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სარჩელი შეიტანეს

0
317

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა ჩხოროწყუს მერის დავით გოგუას წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სარჩელი შეიტანეს. მათი განმარტებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტენდერებს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გადასცემენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს, რაც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავს. შეგახსენებთ,რომ მოძრაობის წევრები რამდენიმე დღეა, სამხარეო ადმინისტრაციის გვერდით მდებარე დაუმორჩილებლობის კარავში იმყოფებიან. ისინი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

წინა სტატია2020 წელს გამოვლენილი ოჯახში ძალადობის 9144 მსხვერპლიდან 7573 ქალია
შემდეგი სტატია“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე” – გადაცემის სტუმარია ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური