იენს სტოლტენბერგი: ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით

0
342

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოზეც ისაუბრა.

უკრაინისა და ნატოს ლიდერების შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის კარი ღიაა საქართველოსთვის. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავი ზღვა ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. 

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ შავი ზღვა ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის, ასევე ჩვენი ზღვისპირა წევრებისთვის თურქეთისთვის, ბულგარეთის, რუმინეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობისაა და ამ რეგიონში გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან გაძლიერებას, რაც გამომდინარეობს ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე მიმდინარე წელს რუსეთის საზღვაო ძალების რაოდენობის გაზრდით. ნატო აძლიერებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის, მათი საზღვაო ძალების დახმარებით. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავ ზღვაში არ იყოს მხოლოდ ერთი ქვეყნის, კერძოდ, რუსეთის დომინანტობა“.- განაცხადა სტოლტენბერგმა.

უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა, თავის მხრივ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება საქართველოსთან ერთად სურს.

“ჩვენ გვინდა, არ ჩამოვრჩეთ საქართველოს და მივიღოთ საქართველოსთან ერთად მაპ-ი და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხვედრა არის საკმაოდ პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიმბოლური გზავნილი და იმედისმომცემი”.- განაცხადა მან

წინა სტატიაპარტია ,, ევროპული საქართველო” სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს – დადასტურდება თუ არა ინფორმაცია, რომ დავით ბაქრაძე პარტიიდან წასვლას აპირებს
შემდეგი სტატიაპური და ნავთობი ისევ ძვირდება?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური