მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია

გიგა ბოკერია: პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია

Published on

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ დამოკიდებულება არ შეუცვლიათ და ფიქრობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია.

“ევროპული საქართელოს და სხვა მთელი სპექტრის, მცირე გამონაკლისებით, პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების და არა რაიმე სხვა და არა შეგუება იმასთან, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს, ის წყვეტს როდის დათმობს ძალაუფლებას.

ამისთვის საჭიროა ვადამდელი ნორმალური არჩევნები და ამის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს პოლიტპატიმრების განთავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციისა და რეგულაციების ცვლილებით და ამის ნაწილი შეიძლება გახდეს სისტემის ცვლილებაც”, — განაცხადა ბოკერიამ.

ბოლო კვირების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი, რა შემთხვევაში შევა ოპოზიცია პარლამენტში. პარტია მოქალაქეებში აცხადებდნენ, რომ მთავარი მოტივი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირების პირობაა, გირჩში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმების შემთხვევაშიც უნდა შევიდეს პარლამენტში

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...