ქართულ ოცნებაში გიორგი გახარიას საქმეს ურჩევენ. გაათავისუფლებენ თუ არა პრემიერს თანამდებობიდან და ჩაანაცვლებს თუ არა მას ირაკლი კობახიძე?

0
921

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა დასრულდა. პარტიის პრესსამსახურს სხდომის ვიდეომასალა არ გაუვრცელებია და უცნობია, ესწრებოდა თუ არა მას პრემიერი გახარია.

მმართველი პარტიის ფორმალურმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომა მოულოდნელად დანიშნა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვები, რომ იგი პრემიერ მინისტრის გადაყენებას ცდილობს. 

კობახიძის ფარული მიზნები ამით არ შემოიფარგლება. მმართველ პარტიაში “მთავარს” უყვებიან, რომ პარლამენტის ყოფილი და პარტიის მოქმედი თავმჯდომარე გახარიას გაშვების შემდეგ პრემიერის სავარძლის დაკავებას თავად აპირებს.

ამ წუთებში მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და უატყო კულუარული ინფორმაცია გახარიას შესაძლო გადაყენების, პარტიაში მწვავე დაპირისპირების არსებობის შესახებ

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომას გიორგი გახარია არ ესწრებოდა და განმარტა, რომ ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ მას სხვა შეხვედრა ჰქონდა –

მდინარაძე ამბობს რომ მედია “ბინძურ სპეკულაციებს” და “ჭორებს” ავრცელებს. 

წინა სტატიამოძრაობა ,,სირცხვილია” დაუმორჩილებლობის მარშის მონაწილეებს მიმართავს არ გადაიხადონ ჯარიმები
შემდეგი სტატიაზუგდიდში, დადვანის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური