ოპოზიციას საკრებულოში შეაქვს პეტიცია ჩხოროწყუს მერის გადაყენების მოთხოვნით

0
319

ჩხოროწყუში ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიცია იკრიბება – საქმე ეხება მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავების ინციდენტს.

ოპოზიცია საკრებულოში პეტიციას შეიტანს ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას, გადაყენებასთან დაკავშირებით – ხელმოწერების შეგროვება დღეიდან დაიწყება. – ინფორმაციას ამის შესახებ ,,მთავარი არხი” ავრცელებს

შეგახსენებთ, ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს  მუნიციპალიტეტის საპირფარეშო დაასუფთავებინეს, ეს ფაქტი სოციალურ ქსელში გაჟღერდა და მოგვიანებით ის ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრმაც დაადასტურა. შსს-მ კი გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო. 

წინა სტატიაბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა
შემდეგი სტატია“იგეგმება, როგორც ვიცი, იგეგმება”, – დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ამბობს, რომ კულუტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა იგეგმება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური