,,ნუ მომმართავთ ამ ფანტაზიებთან დაკავშირებით” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის შესაძლო გადაყენების შესახებ

0
350

“ჟურნალისტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”. – ასე ეხმაურება პატრიარქის პრესმდივანი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის შესაძლო გადაყენების შესახებ.

ასოციაცია “კონფიდენციალურ წყაროებზე” დაყრდნობით წერს, რომ 11 თებერვლის სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები პატრიარქის გადაყენებას და პირველიერარქის არჩევნების დაჩქარებული წესით დანიშვნას აპირებენ. მათი მტკიცებით, ეს “რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით” იგეგმება და ილია მეორეს “გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით” გადაააყენებენ.

“ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში.

საპატრიარქოს ცნობით, ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. რა საკითხებს განიხილავენ მღვდელმთავრები, ჯერჯერობით უცნობია.

წინა სტატიარიონის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა
შემდეგი სტატია,,ჩვენი შეცდომა იქნება ამათ ცხვარივით თავი დავუღუნოთ და ვაღიაროთ მათი სამართალი” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური