“კარი გაიღო” – პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა

0
599

პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა. მას სინოდში ხმის უფლება ექნება. აღნიშნული ორგანო პონტიფიკს კონსულტაციებს უწევს და რომის კათოლიკური ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს.

დედა ნატალი ბეკვარტი სინოდის კონსულტანტი 2019 წლიდან იყო.

წარსულში ქალები სინოდის საქმიანობაში მონაწილეობას იღებდნენ დამკვირვებელთა და კონსულტანტთა რანგში. თუმცა მხოლოდ სინოდის მამებს, ეპისკოპოსებსა და არჩეულ კაც წარმომადგენლებს შეეძლოთ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. 2018 წელს 10 000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც ქალებისთვის სინოდში ხმის უფლების მიცემას ითხოვდა.

გენერალური მდივნის, კარდინალ მარიო გრეჩის თქმით, დანიშვნა ცხადყოფს, რომ “კარი გაიღო”. როგორც იგი აღნიშნავს, პაპის გადაწყვეტილება გამოხატავს მის სურვილს, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებების მიღებაში ქალების როლი უფრო გაიზარდოს.

წინა სტატიაავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად გადაყავთ – ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს
შემდეგი სტატიალევან კობერიძე ლელოს ტოვებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური