“იგეგმება, როგორც ვიცი, იგეგმება”, – დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ამბობს, რომ კულუტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა იგეგმება

0
391

“ქართული ოცნების” დეპუტატი მაია მენაღარიშვილი ამბობს, რომ “როგორც იცის, კულუტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნა იგეგმება.

თეა წულუკიანი ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შესახებ პრემიერმა განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა, მისი თქმით, პროცესი თებერვლის თვეს არ გასცდება. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულუტურის მინისტრის პოზიციაზე წულუკიანი განიხილებოდა. 

უკვე გამოქვეყნდა პეტიცია, სადაც ნათქვამია, რომ თეა წულუკიანი ამ სფეროში არაკომპეტენტურია და გაუგებარია, რა ნიშნით არჩევენ აგრესიითა და ხისტი, ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორს ხელოვანების მინისტრად.

წინა სტატიაოპოზიციას საკრებულოში შეაქვს პეტიცია ჩხოროწყუს მერის გადაყენების მოთხოვნით
შემდეგი სტატია11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან გადაყენება იგეგმება – აცხადებს რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური