ბექა ნაცვლიშვილმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა

0
262

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა და პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა.

პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა ის ამას აკეთებს პარტიის სახელით თუ მის მიღმა. მე ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

პარტიას “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში. სწორედ ამ რწმენით, მე ვტოვებ პარტიას ჩემი მეგობრებისა და ღირსეული ადამიანების ხელში.” – წერს ბექა ნაცვლიშვილი განცხადებაში.

წინა სტატია11 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაბაზრობებმა ქვეყნის მასშტაბით მუშაობა განაახლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური