11 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება

0
291

ხუთშაბათს, 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს, თუმცა, არ აკონკრეტებს, რა თემებს განიხილავს სინოდი.

“მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”. – წერია საპატრიარქოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპატრიარქოს პრესსამსახურმა სხდომის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცნობია, რომელ საათზე შეიკრიბებიან სინოდის წევრები.

უცნობია, რა საკითხებზე იმსჯელებს ამჯერად სინოდი, რომელიც ბოლოს 2020 წლის მარტში შეიკრიბა , მთავარი განსახილველი საკითხი კორონავირუსის პანდემიისას კოვზით ზიარების წესი იყო, მაშინ სინოდმა განაცხადა, რომ “ყოვლად მიუღებელია ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და ამის გამოხატვა მოქმედებით, მაგალითად: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე “.

წინა სტატიახანძარი ლილოს ბაზრობაზე
შემდეგი სტატიაბექა ნაცვლიშვილმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური