მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის ამუშავება მოითხოვეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის ამუშავება მოითხოვეს

Published on

საპროტესტო აქციების სერია, რომელიც დღეს იყო დაანონსებული, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო

აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის ამუშავება მოითხოვეს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია კომენდანტის საათის გაუქმება და ბიზნესისთვის მუშაობის უფლება, ასევე, სასწავლო და სახელოვნება სივრცეების გახსნა.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დღის განმავლობაში გაიმართება მუსიკალური პერფორმანსები, ანიმატორთა პროგრამა ბავშვებისთვის, გიდების საფეხმავლო ტური, ნაციონალური ცეკვების პროგრამა, ეროვნული ნაწარმისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა და ა.შ.

“ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიხსნას ქვეყანა, მკაცრი რეგულაციებით, რა თქმა უნდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ, უკვე წელიწადი სრულდება, ვართ უმუშევრად დარჩენილი და ჩვენ ოჯახებში არიან ბავშვები, რომელ ბავშვებსაც კვება სჭირდებათ ელემენტარულად, სათამაშოს და შოკოლად რომ თავი დავანებოთ”, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღესვე, 20:00 საათზე პარლამენტთან კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...