მთავარისიახლეებიკონფლიქტებიჰარცელი გახელაძეზე: მოვითხოვთ გათავისუფლებას, საკითხს თვალყურს მომავალშიც ვადევნებთ

ჰარცელი გახელაძეზე: მოვითხოვთ გათავისუფლებას, საკითხს თვალყურს მომავალშიც ვადევნებთ

Published on

“მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. საკითხს თვალყურს მომავალშიც ვადევნებთ”. –  ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯას ეხმაურება. მის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.    

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით. ესენია: ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს”. – ამბობს ჰარცელი. 

სიახლეები

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევას 315 ადამიანი ემსხვერპლა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 46 082 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაიღუპა 315, ხოლო დაშავდა...

დაკავება თაღლითობის ბრალდებით – კომპანიის მფლობელს, რომელმაც მოქალაქეს 24 ათასი ლარი მოტყუებით გამოსძალა, 9 წლამდე ციხე ემუქრება

თბილისის პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით,...