მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგახარია ელჩებს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მხარდაჭერას სთხოვს

გახარია ელჩებს ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში მხარდაჭერას სთხოვს

Published on

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მხარდაჭერა სთხოვა.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, გახელაძის მიმართ დე ფაქტო რეჟიმის მიერ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლო და შეთითხნილია.

„იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი”, — განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გახელაძის დაკავების საქმეს აქამდეც ადევნებდა თვალს და მომავალშიც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს მას.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც მივადევნებთ თვალყურს ამ საკითხს”, — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეხვედრაზე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახაბერ ქემოკლიძე.

“ჩვენთვის კრიტიკულად და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების მობილიზება ამ თემასთან დაკავშირებით. საერთაშორისო წარმომადგენლების, ისევე, როგორც მთლიანად, სახელმწიფო აპარატის კოორდინირებული მოქმედებების გარეშე რთული იქნება ამ პრობლემის დაძლევა”, — განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...