მთავარისიახლეებისაზოგადოებაშაბათს რესტორნები აღარ გაიხსნება და მიტანის სერვისით მუშაობას გააგრძელებენ

შაბათს რესტორნები აღარ გაიხსნება და მიტანის სერვისით მუშაობას გააგრძელებენ

Published on

შაბათს, 6 თებერვალს, რესტორნები პროტესტის ნიშნად აღარ გაიხსნებიან. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ მედია ცენტრ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.  

მისი თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად, მთავრობის მიერ გადმოდგმული ნაბიჯის დაფასებაა, თუმცა როგორც ბურჯანაძე ამბობს, რესტორნების უმეტესობისთვის, ასეთ ამინდში რესტორნის ღია სივრცის გახსნა არაფერს ნიშნავს. 

„მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა. ჩვენ რესტორნებს დაანონსებული გვქონდა შაბათს გახსნა და სურვილი გვქონდა სტუმრები მიგვეღო, რეგულაციების ფარგლებში. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება და მიტანის სერვისით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას და ეს არის იმ გადაწყვეტილების დაფასება გარკვეულწილად, რაც ხელისუფლებამ გადმოდგა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სარესტორნო ბიზნესისთვის დიდი ან მცირედი დადებითი იმპულსის მომტანი იყოს. ეს პროცესი რესტორნების დიდი უმრავლებოსისთვის ამ ამინდში არანაირი სარგებლის მომტანი არ არის”. – ამბობს ბურჯანაძე. 

გუშინ, 4 თებერვალს, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეში ამოქმედდება. შაბათ-კვირას შეზღუდვა ძალაში დარჩება.  

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...