მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ...

თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა: თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?

Published on

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და პარლამენტის წევრმა, თეა წულუკიანმა, პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს პარლამენტის მისთვის პირველ სხდომაზე, მას შემდეგ რაც მან, თქვა, რომ უკვე დეპუტატის რანგშიც მზად არის უპასუხოს მოქალაქეების სატელეფონო ზარებს, მას ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და უთხრა, რომ მას შეუძლია ხოლმე დაურეკოს კონსულტაციებისთვის

“თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რატომ ხართ?” – ჰკითხა თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს.

მას ალეკო ელისაშვილის თანაგუნდელმა, ლევან იოსელიანმა, რომელიც ასევე შევიდა პარლამენტში, თეა წულუკიანს მოუწოდა არა ნიკა გვარამიას, არამედ მისი პირადი ნომრის ხმამაღლა გაჟღერებისკენ მოუწოდა.

“ჯოჯოხეთია ყოველდღე ასეულობით ზარის პასუხი, მაგრამ ეს არის პასუხისმგებლობა და სწორი პოლიტიკა, ჩემი აზრით. დანარჩენს ვნახავთ, იმედს დავიტოვებ, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ დანარჩენ ოპოზიციასაც ვიხილავთ ამ დარბაზში”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლამდე. ელისაშვილის ტელეფონის ნომერია 593 58 40 52.

შგახსენებთ, 29 იანვარს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა განაცხადეს, რომ მმართველ პარტიასთან მიღწეულია შეთანხმება ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმაზე, ამიტომ პარლამენტში საქმიანობას დაიწყებენ და თუ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას დაარღვევს, პარლამენტს დატოვებენ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას, “მოქალაქეების” ლიდერების თანახმად, “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების დროს ოპოზიციის მიერ დასახელებული 5 პირიდან 4 წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება და თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხზე საბოლოო შედეგის მიღწევა სურთ, პარლამენტში უნდა შევიდნენ და მმართველ პარტიასთან მოლაპარაკება გააგრძელონ.

სხვა ოპოზიციური პარტიები “მოქალაქეების” ლიდერებს “ქართული ოცნების” სცენარით მოქმედებაში ადანაშაულებენ.

2 თებერვალს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, არ დააკმაყოფილოს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 51 დეპუტატის მოთხოვნა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმის გამო, რომ დაახლოებით 20-მდე ოპოზიციონერს უნდა მანდატების გამოყენება.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....