ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარაში მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ერთი ადამიანი – შუა ხნის ქალი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა .
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მიისი გადარჩენა შეძლებელი აღმოჩნდა. გარდაცვლილი ქედის სოფელ აგარის საჯაროს სკოლის პედაგოგია, რომელიც მეზობლების თქმით, სახლიდან სკოლაში მიდიოდა. რა დროსაც მას გზაში შველი შეხვდა და შეჯახების აცილების მცდელობის დროს მანქანა ხევში 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.