მთავარისიახლეებიპოლიტიკაქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში - ნიკა გვარამია წულუკიანის მიერ...

ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში – ნიკა გვარამია წულუკიანის მიერ მისი მობილურის ნომრის გასაჯაროებას პასუხობს

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” დეპუტატს, თეა წულუკიანს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მისი მობილურის ნომერი გაასაჯაროვა პასუხობს. გვარამია წერს, რომ ახლა გასაგებია რატომ განახლდა მხოლოდ მისი სასამართლო პროცესი.

“ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია – როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში. 

ps ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება”, – წერს ნიკა გვარამია. 

ნიკა გვარამია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართვას კითხვით, რამდენად სწორია მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა,  თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ გავრამიას დაურეკოს და რასაც დაარიგებს პარლამენტში ის ილაპარაკოს..

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...