მთავარიUncategorizedპარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა

Published on

პარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით მიმართეს და მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ქართული ოცნება, ამასთან დაკავშირებით პარტიაში პოლიტსაბჭოს ორი სხდომა ჩატარდა – ერთი გასულ საღამოს, მეორე კი დღეს დილით.  

როგორც ირაკლი კობახიძემ დღევანდელი სხდომის შემდეგ  თქვა, გადაწყვეტილება “პრაგმატულია” და, მისივე სიტყვებით, “კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები”.

ოპოზიციურ ბოიკოტზე ამ დროისთვის მხოლოდ ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებმა თქვეს უარი, რომლებიც დღეს პარლამენტში შევიდნენ.

მანდატზე უარი არ უთქვამს და არც პარლამენტში შესულა იაგო ხვიჩიას გირჩი. ლიბერტარიანულ იდეებზე დაფუძენბულმა პარტიამ პარლამენტს მიმართა და სთხოვა, კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ. იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ ის მოახერხებს და პარლამენტში იმდენ ოპოზიციონერ დეპუტატს შეიყვანს, რამდენიც საჭირო იქნება 113 ხმის მოსაგროვებლად, რაც აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...