ოთარ ფარცხალაძე ლაშა თოდრიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა

0
420

ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თოდრიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა.

ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის 13 მაისს აუდიტის სამსახურის მაშინდელი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე 2018 წლის 5 ნოემბერს წარედგინა.

მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, ის დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ ბრალი წარედგინა.

ლაშა თორდიაზე თავდასხმა 2017 წლის 12 მაისს, კლუბ “ელ ცენტროში” მოხდა. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. 

საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობდნენ, რომ საქმეზე გამოკითხული არც ერთი მოწმე, მათ შორის, არც ლაშა თორდია არ მიუთითებს, რომ მას ხელი ოთარ ფარცხალაძემ დაარტყა. ამავე დროს უწყებაში აცხადებენ, რომ ლაშა თოდრიას ცემის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ ჩოხელი ცნეს დამნაშავედ და მას 5 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თავად ფარცხალაძე თორდიაზე თავდასხმას არ ადასტურებს და ამბობს, რომ  “ინციდენტი იყო წამიერი” და მისი მხრიდან “ხელის შეხება არ ყოფილა”.

წინა სტატიაპარლამენტმა ოპოზიციის 51 დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, უფლებამოსილება არ შეუწყვიტა
შემდეგი სტატიათბილისში, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური