მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ჭიჭინაძე: „კობახიძეს დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში „ოცნებიდან“...

დავით ჭიჭინაძე: „კობახიძეს დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი

Published on

დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას ჰგავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება,-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს“.

„დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი. პრინციპში, პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ, მათ შორის ისინი, ვინც „ოცნების“ ყრილობას არ დასწრებიან.

მოკლედ, დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტი, პლუს ივანიშვილის გაქცევა და კობახიძის დარჩენა, დაახლოებით იმას ჰგავს, უმაღლესი ხარისხის ხორცის საყიდლად რომ წავა ადამიანი და ვირის ხორცი შერჩება.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რაც პარლამენტარიზმის დასამარებას ნიშნავს. თუ აქამდე ეს პარლამენტი უკანონო იყო არჩევნების გამო, ახლა ამ გადაწყვეტილების გამო ყველა დამნაშავე გახდა იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა კონსტიტუცია დაარღვიეს“,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...