სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკოსებთან ერთად ჩხოროწყუს მერიის წინ აქციებს აანონსებენ

0
459

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მე-2 საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტთან,რა დროსაც მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს,გაერთიანებული ოპოზიცისაა და სამოქალაქო აქტივისტები,ხელისუფლებას ერთდღიან გონივრულ ვადას აძლევენ და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“ხელისუფლებას ვაძლევთ გონივრულ ვადას , ხვალინდელ დღეს, რომ მოხდეს ჩხოროწყუში მომხდარ მარაზმზე უმკაცრესი რეაგირება : 1)გადადგეს ჩხოროწყუს მერი , 2)გადადგეს ჩხოროწყუს მუზეუმის და ამავე დროს მეორე სკოლის მასწავლებელი ქალბატონი ნაირა ციმინტია , 3)გადადგეს მეორე სკოლის დირექტორი ნონა თოდუა 4) ხელშეკრულება შეუჩერონ და მერია დაატოვებინონ მაკა ჯაფარიძეს,რომელიც აპრავებდა ამ ფაქტს ,5)დაისაჯოს ეთერ ჯაფარიძე, რომელმაც წაიყვანა სკოლიდან მოსწავლეები (მერის ახლო ნათესავი) თუ ხვალ ეს მოთხოვნები არ შესრულდება ზეგ 11.30-ზე ჩხოროწყუს მერიის მიმდებარედ კვლავ განახლდება აქცია და გაგრძელდება იქამდე სანამ არ შესრულდება მოთხოვნები სანდო წყაროზე დაყრდნობით სკოლის მოსწავლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, ეუბნებიან რომ მათი სიტყვების გამო სკოლის დირექტორის დაიჭერენ და ეს დიდი სირცხვილი იქნება მათთვის , შეცვლილ დამოკიდებულებებს კი სამთავრობო მედიასთან გააჟღერებინებენ. პ.ს ტყუილად ცდილობთ ამ ფაქტის ჩაფარცხვას არ გამოვა დროულად დასაჯეთ დამნაშავეები. ეს არ არის მარტო ჩხოროწყუს პრობლემა. აქციაზე ველოდებით ყველა იმ ადამიანს ვინც წლების განმავლობაში იბრძოდა უკეთესი საქართველოსთვის , სამოქლაქო აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, და ყველა იმ ადამიანს ვისაც უნდა რომ მსგავსი მარაზმი არასდროს არ გამეორდეს”,-ვკითხულობთ განცხადებაში. შს სამინისტროს ინფორმაციით,აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით მიმდინარეობს.

წინა სტატია“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე” – გადაცემის სტუმარია ჯი- ჯი – არ-სი ( GGRC) კლინიკური დირექტორი – ნინო მუსერიძე [Video]
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური