მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მერი - ჩამონგრეულ ობიექტზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი დეკემბერში გადაეცათ

ზუგდიდის მერი – ჩამონგრეულ ობიექტზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი დეკემბერში გადაეცათ

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ე.წ საკონსერვოს უბანში მდებარე საერთო საცხოვრებლის ჩამონგრევის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩამონგრეულ ობიექტზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი დეკემბერში გადაეცათ.

მისივე თქმით, ოჯახები გადაბარგების პროცესში იყვნენ.

„აღნიშნულ ობიექტზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს დევნილთა სააგენტომ დეკემბრის თვეში გადასცა ბინები. ოჯახები იყვნენ გადაბარგების პროცესში. უმეტესი მათგანი იყო გადასული. ერთადერთი ოჯახი იყო დარჩენილი, რომელსაც სურდა სოფლად სახლის პროგრამით მიეცათ სახლი და ამაზეც იყო დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. აღნიშნულ ობიექტზე, გამომდინარე იქედან, რომ იყო მესამე მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტი, ყველა ოჯახი იყო დაკმაყოფილებული.

მოხდა შენობის ნგრევა, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის და ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული ოჯახი მონიტორინგის დროს, როგორც დევნილთა სამინისტრო აღნიშნავს არ იმყოფებოდა ადგილზე, როგორც კი ჩამოვიდა ოჯახი, მოხდა მათი მხრიდან განცხადების შეტანა, სოფლად სახლის პროექტში და მათზე არის მიღებული დადებითი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...