მთავარისიახლეებისამართალისაქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში გვევლინება დაინტერესებულ მხარედ, რომელიც ცდილობს მოახდინოს ხისტი და...

საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში გვევლინება დაინტერესებულ მხარედ, რომელიც ცდილობს მოახდინოს ხისტი და აგრესიული ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე-რელიგიის ასოციაცია

Published on

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა რელიგიის ასოციაცია

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქო ახლა ცდილობს ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დისკრედიტაციას, რაც საგამოძიებო პროცესს მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

რელიგიის ასოციაცია სასულიერო პირებს და საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ ნუ გააკეთებენ რადიკალურ განცხადებებს. “განცხადების შინაარსზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი ნათლად სჩანს, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში გვევლინება დაინტერესებულ მხარედ, რომელიც ცდილობს მოახდინოს ხისტი და აგრესიული ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე. […] ამავე დროს, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლები თუ მათთან ასოციებული პირები, სასულიერო პირებთან ერთად ახდენენ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დემონიზებასა და დისკრედიტაციას, რაც ხელს უშლის გამოძიების ობიექტურად და დაუბრკოლებლად წარმართვას. 

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, თავი შეიკავოს საზოგადოების მაპროვოცირებელი განცხადებისაგან და დააცხროს ეგზლატირებულად განწყობილი სასულიერო პირები, რომლებიც “გარეჯი საქართველოა” – ს ხშირ შემთხვევაში ფარისევლური შეძახილებით იფარგლებიან, თუმცა კი საპატრიარქოს მმართველი აპარატის მსგავსად, არასდროს არ რეაგირებენ არც რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ეპარქიების მითვისებისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის ამჟამინდელ, უმძიმეს მდგომარეობაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....