მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტიამ "ლელო საქართველოსთვის" ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა

Published on

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბიზნესის წარმომადგენლების საპროტესტო აქციას პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” სოლიდარობა გამოუცხადა.

აქციას “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მოსახლეობის ვაქცინაციის, ქვეყნის სწრაფად გახსნისა და ბიზნესის ამუშავების კონკრეტული გეგმა.

“სოლიდარობას ვუცხადებთ დღეს გაფიცულ 200 – ზე მეტ კვების ობიექტს, ბიზნესს, რომელიც არაადეკვატური, ხანგრძლივი და მკაცრი შეზღუდვების გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს სტრატეგია, მოსახლეობის ვაქცინაციის, ქვეყნის სწრაფად გახსნის და ბიზნესის ამუშავების კონკრეტული გეგმა.

“ლელომ” ჯერ კიდევ თვეების წინ შეიმუშავა ანტიკრიზისული პროგრამა; ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ მისი განხორციელებისთვის და ვდგავართ იმ ადამიანების გვერდით, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და დახმარება” – წერს მამუკა ხაზარაძე

„ უზარმაზარი ზიანი მიიღო ქვეყნამ და თითოეულმა ოჯახმა ჯერ კიდევ კოვიდის დაწყებამდე უგუნური და არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გამო და შემდგომ უკვე პანდემიის გამოც. ახლა აუცილებელია ამ ადამიანების მოთხოვნის შესმენა და გონივრული რეგულაციების პირობებში ეკონომიკის ნელ-ნელა გახსნა. გონივრული რეგულაციების ნაწილი ჩვენს მიერ შეთავაზებულ იქნა საზოგადოების მიმართ – ეს არის კოვიდპასპორტების შემოღება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 70%-მდე დატვირთვით ამუშავება, ასევე შესაძლებელია “კომენდანტის საათის” ღამის 12 საათამდე გადაწევა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან რესტორატორები და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით აქციას მართავენ. მათი თქმით, დაწესებულმა შეზღუდვებმა ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. აქციაზე ასევე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

სიახლეები

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე

ხმაური და დაპირისპირება ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესზე. ხმაურის ფონზე მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო...

ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია...

თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი "იძულებული იქნება" საქართველო არამეგობრული ქვეყნების...