მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპატრიაქრო უარყოფს, რომ ილია მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა

საპატრიაქრო უარყოფს, რომ ილია მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა

Published on

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ,რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასა და მისი კორანვირუსით დაავადებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

“გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს, იგი არც კორონათი დაავადებულა”, — აცხადებს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

თეოლოგ ბასილ კობახიძის ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს კორონა დამართეს. დიახ, დამართეს და ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მოსაყდრე შიო. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე, წირვის შემდეგ კი წყალკურთხევაც მას ჩაატარებინა. არც დისტანციას იცავდა ვინმე და უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა, მაგალითად, საპატრიარქოს პროტოკოლის უფროსი, ცნობილი კაგებეშნიკი დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი.

დღეს კი დგანან ეს მეუფეები და ფარისევლურად პატრიარქის საჯანმრთელო წირვებს აღავლენენ. ჯერ კიდევ ათი თვის წინ ვყვიროდით მე და ჩემი მეგობრები, რომ მსოფლიო პანდემიის დროს რისკის ჯგუფის წინა ხაზზე მდგომ ასაკოვან ადამიანს გაფრთხილება სჭირდება. როდესაც მას ეს საფრთხე თვითონ არ ესმის, მაშინ მოსაყდრის პირდაპირი მოვალეობა იყო შესაბამისი. ტვინნაღრძობი საპატრიარქო ახლა მალავს ამ ფაქტს, რადგან მათი დოგმების მიხედვით, თუ ილია მეორეს კორონა მიეკარა, ეს დიდი სირცხვილია და მაშინ ღმერთი არ არსებობს. უნამუსო მოსაყდრე შიო მუჯირს კი ეტყობა, ძალიან ეჩქარება საპატრიარქო ტახტზე აბობღება, რადგან არანაირი ზომები არ მიიღო მოხუცი პატრიარქის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, რაც, გავიმეორებ, მისი პირადი პასუხისმგებლობაა”, – წერს კობახიძე.

“შეთანხმდნენ, რომ [მღვდელნთავრები] იმსახურებენ ხოლმე დროდადრო პატრიარქის ჯანმრთელობას [-ისთვის ლოცვას]. არაფერი განსაკუთრებული”. – ასე პასუხობს ტაბულას კითხვას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, თუ რატომ სურთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიაში ილია მეორეს ჯანმრთელობის პარაკლისები გადაუხადონ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიამ, თავის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ჯანმრთელობის პარაკლისის გადახდის  შესახებ

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...