მთავარიUncategorized,,კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა'' - ოპოზიციის მიმართვა ხელისუფლებას

,,კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” – ოპოზიციის მიმართვა ხელისუფლებას

Published on

ოპოზიციური პარტიების ნაწილი განცხადებასავრცელებს და მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიერონ, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.

“ჩვენ დღესაც მივმართავთ ქართულ ოცნებას — დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს”, — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ისინი აცხადებენ, მთავარი მოთხოვნები, რაც არჩევნების ჩატარების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში ფიქსირდებოდა, განსხვავებების მიუხედავად, არ შეცვლილა.

“მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება”, — წერია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:

  • ლელო;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება;
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • საქართველოს ლეიბორსტული პარტია;
  • ბლოკი ძალა ერთობაშია — პროგრესი და თავისუფლება, ნაციონალური მოძრაობა, სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...