მთავარიUncategorized,,კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა'' - ოპოზიციის მიმართვა ხელისუფლებას

,,კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” – ოპოზიციის მიმართვა ხელისუფლებას

Published on

ოპოზიციური პარტიების ნაწილი განცხადებასავრცელებს და მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიერონ, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა.

“ჩვენ დღესაც მივმართავთ ქართულ ოცნებას — დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს”, — ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ისინი აცხადებენ, მთავარი მოთხოვნები, რაც არჩევნების ჩატარების შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში ფიქსირდებოდა, განსხვავებების მიუხედავად, არ შეცვლილა.

“მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ – პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება”, — წერია განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:

  • ლელო;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება;
  • ევროპული საქართველო;
  • სტრატეგია აღმაშენებელი;
  • საქართველოს ლეიბორსტული პარტია;
  • ბლოკი ძალა ერთობაშია — პროგრესი და თავისუფლება, ნაციონალური მოძრაობა, სახელმწიფო ხალხისთვის, რესპუბლიკური პარტია

სიახლეები

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი...