მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არ ვნანობ არაფერს. ძველებურად ვიაქტიურებ, აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვიბრძოლებ ბოლომდე''-ირაკლი...

„არ ვნანობ არაფერს. ძველებურად ვიაქტიურებ, აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვიბრძოლებ ბოლომდე”-ირაკლი ფანგანი

Published on

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტს, ირაკლი ფანგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს აღნიშნული თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მიეცა, პარალელურად კი ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს.

ამასთან, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე მიახლოება ეკრძალება.

„თქვენ ხართ იმისთვის, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ შეიძლება პიროვნებას არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქმედება. თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა… თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განუცხადა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

წინა სასამართლო სხდომა 16 თებერვალს გაიმართება.

„არ ვნანობ არაფერს. ბრძოლას გავაგრძელებ ისევ, ძველებურად ვიაქტიურებ, აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვიბრძოლებ ბოლომდე. პოზიცია არ შემიცვლია, ჩემი პოზიცია არის იგივე. მაგრამ, ვთქვი რომ მე თუ არა, სხვა გააკეთებს ანალოგიურს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები“, – განაცხადა სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ფანგანმა, რომელმაც ორი დღის წინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა.

სიახლეები

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...