მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ ჯაფარიძე: ბოლო ოთხი წელი უნიტაზში ჩავრეცხეთ

ზურაბ ჯაფარიძე: ბოლო ოთხი წელი უნიტაზში ჩავრეცხეთ

Published on

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ  მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებელ აქციაზე ტაბულას ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წელი უნიტაზში ჩირეცხა.

საქართველოს ეკონომიკა შარშან დაუბრუნდა 2016 წლის მდგომარეობას. ოთხი წელი ჩავრეცხეთ უნიტაზში და ეს მოვახერხეთ იმ ფონზე, როცა 8 მილიარდი ლარი ავიღეთ ვალი და წელს გვიწევს კიდევ 5 300 000 000 მილიონი ლარის აღება. ამაზე უარესი რა უნდა დაგვემართოს, მე არ ვიცი. გავღარიბდით, რომ არ დავხოცილიყავით, ჩვენი შვილების მომავალი ვისესხეთ და ჩვენმა შვილებმა რომ უნდა გაისტუმრონ, ის ვალები შევჭამეთ. უფრო სწორად ამათმა [მთავრობამ] შეჭამეს.

ეს არის მოცემულობა, ამაზე უარესი, მე არ ვიცი, კიდევ რა უნდა დაგვემართოს. ერთადერთი გზა არის, რომ ყველა რეგულაცია მოიხსნას, ყველა შეზღუდვა, როგორც საერთაშორისო ფრენებზე ისე ქვეყნის შიგნით არსებული ყველა შეზღუდვა, ტრანსპორტი იქნება, ბაღები იქნება, თუ სკოლები იქნება..

ნებისმიერი შეზღუდვა, ყველაფერი არის გასაუქმებელი. ერთადერთი შანსი, რომ ნელ-ნელა, სწრფად შეუძლებელია ეს მოხდეს, დავიწყოთ ამ ჭაობიდან ამოსვლა, არის ეს [შეზღუდვების გაუქმება]. სხვა შემთხვევაში ჩავიძირებით კიდევ უფრო ღრმად და იქიდან როგორ ამოვალთ, მე არ ვიცი.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...