მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მანდატების შეჩერება-არშეჩერების საკითხი პოლიტიკურ მოცემულობას არ ცვლის

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მანდატების შეჩერება-არშეჩერების საკითხი პოლიტიკურ მოცემულობას არ ცვლის

Published on

“ქართული ოცნება” ხუთშაბათს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტას, ხუთშაბათს რიგგარეშე სესიაზე აპირებს

ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, მანდატების შეჩერება არ შეჩერების საკითხი, პოლიტიკურ მოცემულობას არ ცვლის, რადგან ისინი ერთი თვის წინათ ითხოვდნენ, რომ “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს მათთვის უფლებამოსილება შეეწყვიტა.

ოპოზიცია მზადაა მივიდეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე და კვლავ მოითხოვოს, რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, ოპოზიცია აანონსებს, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტს გარეთ გადაინაცვლებს.

“ორი თვეა, ჩვენ ველოდებით ამ გადაწყვეტილებას, როდის შეგვიწყვიტავენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და შესაბამისად, ამის შემდეგ ოფიციალურად გაფორმდება ერთპარტიულ პარლამენტში და პოლიტიკური ქმედებები გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ” – ამბობს ენმ–ს ლიდერი ზაალ უდუმაშვილი

“მთავარია, “ქართული ოცნება” რა წინადადებებით წარსდგება მეხუთე რაუნდზე, “ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი საშუალება, ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა”– ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ლაშა დამენია

” ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმება მოცემულობას არ ცვლის, უხერხულში რჩება “ოცნება” მარტო საკუთარ თავთან და მათ შეკრებილ რამდენიმე ოდიოზურ ადამიანთან ერთად, ჩვენ მანდატების გაუქმებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვითხოვდით”  – ამბობს “ლელოს” წევრი საბა ბუაძე

“მოვუწოდებთ დროზე განიხილოს და დროზე დსვას წერტილი, ოცნებისგან პოზიტიური სიგნალი მოლაპარაკებებზე არ მოდის” – ამბობს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი სერგო ჩიხლაძე

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...