მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნურავინ იფიქრებს, რომ ნაკლები არეალია პოლიტიკოსისთვის პარლამენტს გარეთ ბრძოლა'' - ზაალ უდუმაშვილი

,,ნურავინ იფიქრებს, რომ ნაკლები არეალია პოლიტიკოსისთვის პარლამენტს გარეთ ბრძოლა” – ზაალ უდუმაშვილი

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში” განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართეს, მაშინვე მზად იყვნენ დადებითი გადაწყვეტილებისთვის, ხელისუფლებამ კი საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურება არჩია.

“ჩვენ მზად ვიყავით, მაშინვე შეეწყვიტათ ჩვენი უფლებამოსილება. როგორც კი სცნეს ჩვენი უფლებამოსილება, შემდეგ სესიაზე უფლება ჰქონდათ, რომ შეეწყვიტათ. უბრალოდ, ხელისუფლებამ ეს პერიოდი გაჭიმა იმისთვის, რომ კიდევ იმედი ჰქონდა, რაღაც ცვლილებას შეიტანდა და ვიღაცებს შეათრევდა პარლამენტში, კიდევ ვიღაცას დაითანხმებდა, რომ შეეყვანა პარლამენტში და მოიშორებდა იმ მძიმე ტვირთს, რასაც ქვია ერთპარტიული პარლამენტი, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მყარი პოზიცია გვქონდა ამასთნ დაკავშირებით”.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არ არსებობს არანაირი სიგნალი, როდის დაინიშნება ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შემდეგი შეხვედრა:

“სამაგიეროდ, ჩვენ გავიგეთ, რომ 27-ში ან 28-ში საგანგებო სესიაზე უკვე კენჭს უყრიან ჩვენს განცხადებებს მანდატების დატოვებაზე და, როგორც იქნა, დაადგება საშველი ამ ჩვენს იძულებით 2- თუ 3-თვიან დეპუტატობას, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და წერტილიც დაესმევა, რაც ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ შეიძლება, ეს პროცესი გახანგრძლივდეს უსაშველოდ და რაც უფრო მალე მიიღებს „ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას და შეგვიწყვეტს უფლებამოსილებას, უკეთესი იქნება ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა”.

ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, რომ ოპოზიცია მზად იყო შესულიყო პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ახალი არჩევნებისთვის მოსამზადებლად:

“ჩვენ უნდა გვცოდნოდა ზუსტი თარიღი, როდის ინიშნება ახალი არჩევნები და დიახ, ამ პერიოდს პარლამენტში გამოვიყენებდით, რომ განგვეხორციელებინა კონკრეტული ცვლილებები იმისათვის, რომ ქვეყანა მიგვეყვანა ახალ არჩევნებამდე. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი და ვინაიდან ხელისუფლება უარზეა და არც ერთი ფორმით არ სურს ჩანიშნოს ახალი არჩევნები, მაშინ ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე”.

ზაალ უდუმაშვილი კიდევ ერთხელ ხსნის თავისი პარტიის გადაწყვეტილებას:

“ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ვინც იბრძვის, დეპუტატობა არის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსი. ყველა პოლიტიკოსს სურს პარლამენტის წევრი იყოს.

ჩვენც ძალიან გვსურდა და ვიბრძოდით იმისთვის, რომ პარლამენტში შევსულიყავით, მაგრამ არა ამ ფორმით და არა იმიტომ, რომ უბრალოდ დაგვეკავებინა იქ სკამები და კვირაში ერთხელ ტრიბუნასთან დავმდგარიყავით და ყველაფერი წასულიყო ისე, როგორც სურდა ბიძინა ივანიშვილს.

სწორად გამიგეთ, ჩვენს უკან დგას ასიათასობით ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მოგვცა. ეს ხალხი დღეს ითხოვს ცვლილებებს და თუ ეს ცვლილებები არ განხორციელდა, ჩვენს პარლამენტში სხდომას აზრი არ აქვს. რისთვის ვისხდეთ პარლამენტში, რომ გვერქვას დეპუტატები? არა! ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ შევალთ პარლამენტში და გავაგრძელებთ ბრძოლას პარლამენტს გარეთ. ნურავინ იფიქრებს, რომ ნაკლები არეალია პოლიტიკოსისთვის პარლამენტს გარეთ ბრძოლა”.

გასულ კვირაში პარლამენტის სპიკერმაარჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს, ვინც პარლამენტს უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებით მიმართა, ერთი კვირა აქვთ თავიანთი გადაწყვეტილების გადახედვისა და პარლამენტში შესვლისთვის.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...