მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: პრეზიდენტის მუშაობას ცუდად გამოკითხულთა 36% აფასებს, კარგად — 15%

NDI: პრეზიდენტის მუშაობას ცუდად გამოკითხულთა 36% აფასებს, კარგად — 15%

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 36% ცუდად აფასებს, 34% — საშუალოდ, ხოლო კარგად 15% აფასებს.

სალომე ზურაბიშვილი საქმიანობას ყველაზე ცუდად — 39%-ით თბილისში გამოკითხული ხალხი აფასებს, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში აფასებენ — 16%-ით.

ამასთან ერთად, NDI-მ იგივე კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებშიც დასვა, რომლის მიხედვითაც 18 და 34 წლებს შორის მყოფი ადამიანების 13% პრეზინდეტის საქმიანობას კარგად აფასებს, 34% საშუალოდ აფასებს, ხოლო 36% — ცუდად. დაახლოებით იგივე მონაცემებია 35 და 54 წლებს შორის მყოფ ადამიანებშიც, მათი 13% ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად აფასებს, 35% ცუდად აფასებს, ხოლო ასევე 35% — ცუდად. ოდნავ განსხვავებული სურათია 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში, მათი 17% პრეზიდენტის საქმიანობას კარგად აფასებს, 33% საშუალოდ აფასებს, ხოლო 36% — ცუდად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერთა მხოლოდ 30% აფასებს სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კარგად, 50% საშუალოდ აფასებს, ხოლო 10% — ცუდად.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

სიახლეები

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...

ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება

საქართველოში ვიზიტით მყოფი ვაიმარის ქვეყნების დელეგაცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ხვდება | ოპოზიციის წარმომადგენლებმა...