ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% – საშუალოდ, 15% კი – კარგად.
პარლამენტის საქმიანობას ყველაზე ცუდად – 37%-ით თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში – 18%.
ასაკობრივი ჯგუფების მიხევით, პარლამენტის საქმიანობას, როგორც ყველაზე ცუდად, ასევე ყველაზე კარგად 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ 36%-ით და 17%-ით.
ოპოზიციის მხარდამჭერების 73% პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს, ქართული ოცნების მხარდამჭერების 35% კი კარგად.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.
სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.