მთავარიUncategorizedNDI: მთავრობის მუშაობას კარგად გამოკითხულთა 50% აფასებს, ცუდად — 38%

NDI: მთავრობის მუშაობას კარგად გამოკითხულთა 50% აფასებს, ცუდად — 38%

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38%  – ცუდად, ხოლო 11%-მა არ იცის.

მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად — 40%-ით თბილისში აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად სოფლებში — 52%-ით.

ასევე, NDI-მ იგივე კითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფშიც დასვა, რომლის მიხედვითაც მთავრობის საქმიანობას ყველაზე ცუდად — 39%-ით 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ, ხოლო ყველაზე კარგად — 51%-ით 35 წელსა და 54 წელს შორის მყოფი ადამიანები.

ოპოზიციის მხარდამჭერების 77% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს, ხოლო კარგად — 15%. ქართული ოცნების მხარდამჭერების 88% კი ამბობს, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, საპირისპირო აზრზე 7%-ია.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...