მთავარიUncategorizedNDI: 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22% ფიქრობს, რომ საერთოდ არ...

NDI: 38%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 22% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 38% ფიქრობს, რომ “ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება”, 32%-ის აზრით, “სწორად”, ხოლო 22% მიიჩნევს, რომ “საერთოდ არ იცვლება”.

გასული წლის აგვისტოში გამოკითხულთა 33% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდებოდა, 2019 წელს კი – 53%.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...