მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: 31%-ის შეხედულებებთან ახლოს ოცნება დგას, 25%-თან არცერთი პარტია, 24% კითხვას არ...

NDI: 31%-ის შეხედულებებთან ახლოს ოცნება დგას, 25%-თან არცერთი პარტია, 24% კითხვას არ პასუხობს

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ახალ კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 31% ქართულ ოცნებას ასახელებს, ხოლო 5% – ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 24% პასუხზე უარს ამბობს, 5%-მა არ იცის, ხოლო 9% სხვა პარტიებს ასახელებს (ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი).

NDI აღნიშნავს, რომ შესაძლოა, პასუხზე უარის  თქმის მაღალი მაჩვენებელი სატელეფონო მეთოდის თავისებურებებით აიხსნას.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გსათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...